Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველი იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასუბრების პროცესს კრიტიკულად აფასებს

08 ოქტომბერი, 2019 18:36

სახალხო დამცველის აპარატი  6 მაისიდან, 6 სექტემბრამდე პერიოდში მიმდინარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. კრიტიკული ანგარიშის მიხედვით, გასაუბრების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა.

სახალხო დამცველის შეფასებით, საბჭომ დოკუმენტაციის შეფასების სტადიაზე ვერ მოახერხა სრულყოფილად შეემოწმებინა კანდიდატების დიპლომები და შესაბამისად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორისა მოხვდა სამი ადამიანი - მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული.

* შალვა თადუმაძის წარმოდგენილი დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს და აჩენს სერიოზულ კითხვებს მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. მის დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო.

* „ზაზა თავაძის შემთხვევაში კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარდგენილი  დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას.

* სახალხო დამცველის აზრით,  მირანდა ერემაძის შემთხვევაშიც კითხვებს იწვევს ის ფაქტი, რომ ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს.

სახალხო დამცველი შეფასებით გასაუბრების პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. ხარვეზები აღმოჩნდა ფარული კენჭისყრის პროცედურის დროსაც, ასევე გარკვეულ კანდიდატებთან მიმართებაში დაფიქსირდა საეჭვო დამთხვევები.  „მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. წევრებს შორის შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეალობაში სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა“, აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას.

დიპლომებთან  დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას ადრესატებისგან გამოეხმაურა მოჰყვა. 

სახალხო დამცველის შეფასებას არ ეთანხმება მირანდა ერემაძე.  როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, მან  სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.. „რაც შეეხება სასამართლო წესით აღიარებას, აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში დადგა არამხოლოდ ჩემთან მიმართებით, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან მიმართებით, რაც გამოიწვია 2005 წელს ქვეყნის გადასვლამ სწავლების ახალ სისტემაზე. მე ვურჩევდი დაინტერესებულ პირებს, ამ კუთხით გაეცნონ სასამართლოს პრაქტიკას, საქმეთა რაოდენობას. კერძოდ, რა რაოდენობის საქმეებია სასამართლოში ამ კატეგორიის საქმესთან მიმართებით და ასევე, როგორია საქმეთა სტატისტიკური მაჩვენებელი ამ კუთხით. ამის შესაბამისად გეტყვით, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეები, რაც შემოდის, მოქალაქეებს რა პრობლემებიც აქვთ დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, 99 % კმაყოფილდება მოაქალაქეების სასარგებლოდ. ეს იქნება ჩემი პასუხი ამ საქმესთან მიმართებით“, - განაცხადა მირანდა ერემაძემ.

დიპლომთან  დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას ქვეყნის მთავარი პროკურორი ხვალ პარლამენტში დეპუტატებთან გასაუბრების დროს აპირებს.  უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატთან შალვა თადუმაძესთან  გასაუბრება  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია - წულუკიან ...

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უკანონო ქმე ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განა ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

სასამართლომ ათ დემონსტრანტს პატიმრობა შე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით 37 დაკავებულიდან 12 - სამართალდამრღვ ...
^