Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected]COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცეესკოს ყოფილი თავმჯდომარე ხულიგნობისთვის 700 ლარით დააჯარიმეს

08 ოქტომბერი, 2019 20:10

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც საპატრული პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, სასამართლომ სამართლადარმღვევად სცნო და 700 ლარით დააჯარიმა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, მისი საქმე არაფერს ნიშნავს, როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.

„30-პროცენტიანი ფასდაკლება ისწავლა ჩვენმა ხელისუფლებამ. ხაზარაძეს მოსთხოვეს მილიონი და დაუკლეს - 700 000 გადაახდევინეს. მე მომთხოვეს 1 000 - დამიკლეს და 700 ლარის გადახდა მომთხოვეს. ამ თანხას ვინ გადაიხდის, გაცნობებთ მომავალ კვირაში. ის, რომ სამართალი არაა ამ ქვეყანაში, ამაზე ორი აზრი არაა“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის ...

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის ორიგინალის პროკურატურისთვის გადაცემაზე ისაუბრა ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯს ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არამოსამართლე  წევრი ანა დოლიძე საქართველოს ხელისუფლებას დავით გარეჯის პრობლემ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
^