Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხზე ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს

08 ოქტომბერი, 2019 23:23

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯის საკითზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის  მიერ   გაგზანილ   წერილებს  აქვეყნებს.   

პატრიარქი  წერილით, რომელიც 1 ოქტომბერით თარიღდება,    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს.

„მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო: საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს - უდაბნოს და ჩიჩხუტურს.

იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით.

ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით „ბერთუბნისა“, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული). ამიტომაც იყო, 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად, საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი,  მონასტერი და მიწა, რომელზეც   ისინია    განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად (7,1).

ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით.

ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა, - დაუშვებელი.

ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ილია მეორე  კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს,   შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესაც    მიმართავს.

„თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად.

საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან საცხოვრისს - უდაბნოსა და ჩიჩხიტურს.

იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ცხადია: 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის ხაზი დამტკიცდა რუკით, მასშტაბით 1:500000 ( К-38-Г). ის გამოცემულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერს 1936-38 წლებში შედგენილი რუკების საფუძველზე მასშტაბით 1:200 000, რომელიც წარმოადგენს მთავარ სამუშაო მასალას ქართული და აზერბაიჯანული მხარეებისთვის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთა კომისიის მუშაობაში.

ამის შესაბამისად, მონასტრები - უდაბნო და ჩიჩხიტური დაფიქსირებულები არიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში (განსხვავებით ბერთუბნისგან, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელ ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ამ რუკის მიხედვით, აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტრორიაზე).

დღეს სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, რომლის მახლობლად, ჯერჯერობით განუსაზღვრელ ადგილზე, ააშენეს სასაზღვრო სექტორი და ამ საცხოვრისებში სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების გადაადგილება, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ შევეგუებით.

რის საფუძველზე შეიცვალა დღემდე არსებული მდგომარეობა - გაუგებარია.

მივიჩნევთ, რომ ვიდრე არ დასრულდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, უნდა აღდგეს დღევანდელ დღემდე არსებული სტატუს ქვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა მოინახულონ უდაბნო და ჩიჩხიტური, მით უფრო, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.

ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს შექმნილ ვითარებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება. თქვენი შუამავლობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებას თქვენ მაღალ მსახურებაში. დიდი პატივისცემით სრულიად საქრთველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე", -    აღნიშნულია პატრიარქის წერილში, რომელიც 4 ოქტომბრით თარიღდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^