Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERAL[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს საავადმყოფოში ბრალი წაუყენეს

09 ოქტომბერი, 2019 0:14

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამომძიებელმა  ბრალდების შესახებ დადგენილება დეპუტატს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გააცნო, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადის. დღესვე  პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით თამთა თოდაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

თამთა თოდაძის ადვოკატის თამარ ლუკავას  განცხადებით ილია ჯიშკარიანს ბრალი ზუსტად იმ კვალიფიკაციით წარედგინა, რომელსაც დაცვის მხარე მოითხოვდა. იგი იმედოვნებს, რომ სასამართლო საკრებულოს წევრს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას შეუფარდებს.

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის  ადვოკატი, მარიამ  კუბლაშვილი აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია. როგორც ადვოკატი განმარტავს, ის ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა, ცრუ ბრალდებების გაჟღერებაც ძალადობაა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს, მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^