Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხეში მომხდარი თვითმკვლელობის გამო დაწესებულების ინსპექტორს ბრალი წაუყენეს

09 ოქტომბერი, 2019 11:27

ძმის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრის გიორგი წურწუმიას თვითმკვლელობის გამო ქუთაისის მე-2 პენიტენციარული დაწესებულების ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორს ბრალი წარედგინა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ქ-ნმა  ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება“.

პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ადვოკატის თანდასწრებით ბრალი უკვე წარედგინა, რომლის სასჯელი, სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის გიორგი წურწუმია სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუმ­ში დააკავეს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ პატიმარი ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში გიორგი წურწუმია ციხის თანამშრომლებმა საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის ჩამოხრჩობილი ნახეს.

ამ ფაქტის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს დაწესებულების დირექტორი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, არ გამორიცხავდა, რომ დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დამდგარიყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^