Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოკერია თადუმაძეს - დღეს ნამეცადინები მოხვედით?

09 ოქტომბერი, 2019 13:53

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ამავე დროს მოქმედ  გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში უსმენენ. თადუმაძეს დეპუტატებმა დიპლომის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კითხვები დაუსვეს. 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ შალვა თადუმაძეს სამი კურსელისა და სამი ლექტორის დასახელება სთხოვა. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.

ბოკერიამ თადუმაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა „დღეს მოხვედით ნამეცადინები?

დეპუტატმა ამით მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა - „თქვენ ხომ არ გგონიათ რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?“.

„შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ასევე დაინტერესდა, თადუმაძეს მისი დიპლომის ინგლისური ტექსტი თუ აქვს წაკითხული, რომელშიც 20 სიტყვიდან 10-ში შეცდომაა დაშვებული.

დეპუტატი თქმით, იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, ვინც თადუმაძის დიპლომის მოპოვებით იყვნენ დაინტერესებულნი, ჯერ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს, სადაც უპასუხეს, რომ პერსონალური მონაცემებია და ვერ მისცემდნენ. შემდეგ გენერალურ პროკურატურას მიაკითხეს, მათ კი უპასუხეს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევაში არ მონაწილეობენ, ამიტომ მის დიპლომს არ მისცემდნენ.  

„მიმართეს იუსიტიციის სამინისტროს, რომელმაც საერთოდ არ გასცა პასუხი, ადვოკატთა ასოციაციამ უთხრა, ჩვენთან ძველი დოკუმენტები ნადგურდება და იმიტომ არ გვაქვსო,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შალვა თადუმაძემ კი უპასუხა, რომ ბოკერია არასწორ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც ბოკერიამ თადუმაძეს ურჩია, მასთან პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^