Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსით დაკითხა

09 ოქტომბერი, 2019 14:32

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატის წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტმა თამთა თოდაძემ, მთავარი პროკურატურაში დაზარალებულის სახით გამოკითხვის შემდეგ, „ქართული ოცნების" დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაპატიმრება მოითხოვა.

დაზარალებულის განცხადებით, იგი გაეცნო გამოძიების მასალებს და მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების პირობებში ყოფილი ხელმძღვანელისა და საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მხრიდან სექსუალური და ფიზიკური ძალადობისა ფაქტი დადასტურდება და საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ გაუჭირდება. იგი ჯიშკარიანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასა და დაუყოვნებლივ დაპატიმრებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურად მიაჩნია საფრთხე, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ძალაუფლების გამოყენებით მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს.  

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო აქვს განხორციელებული. მისი ინფორმაციით, გამოკითხულია მრავალი მოწმე და ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც დასტურდება თამთა თოდაძის მიმართ ძალადობის ფაქტი, თუმცა გაუთქმელობის ხელწერილის პირობიდან გამომდინარე, დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.

ბრალდებულის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ ილია ჯიშკარიანს ხელქვეითის გაუპატიურება არ უცდია და ბრალის დადგენილება მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა. მისი განცხადებით, თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანს ხელფასის მომატებას და სხვადასხვა სამსახურებში რეკომენდაციის გაწევას სთხოვდა. გასაუბრებებზე წარუმატებლობას კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს აბრალებდა.

თამთა თოდაძე, ბრალდებულის ადვოკატის მიერ გახმაურებულ ვერსიას, დაწინაურებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნის თაობაზე, სიცრუეს უწოდებს. „უკვე აღარ იციან რა მოიგონონ და ამით ცდილობენ დანაშაულის ფაქტის გადაფარვას“ - აცხადებს თამთა თოდაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^