Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს

09 ოქტომბერი, 2019 14:53

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან გასაუბრება, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაინტერსდა მისმა უწყებამ რატომ არ მიანიჭა დაზარალებული სტატუსი, „გავრილოვის ღამეს“ აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს. მათ შორის „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელს გიორგი სულაშვილს, რომელმაც პოლიციელის ტყვიისგან თვალი დაკარგა. დეპუტატმა ასევე ახსენა მაკო გომური. „ეს დაზიანება კანონიერი ქმედებით მიადგა?! არ გამორიცხავთ ამას?“ - იკითხა მან.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, დაზარალებული სტატუსი პირს ენიჭება მას შემდეგ, რაც არსებობს შესაბამისი სტანდარტი, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის ჩამდენისგან მიადგა ზიანი. „მიდის გამოძიება და დაადგენს ვისი დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა მას დაზიანება“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ  

ოპოზიციონერი დეპუტატის მორიგი შეკითხვა 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტების დაზიანების და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის თემას შეეხებოდა. „გავრილოვის ღამეს“ 30 ჟურნალისტი დაზიანდა, მათ შორის თამარ ბაღაშვილს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა და ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, რატომ არ არის იგი ცნობილი დაზარალებულად?"

პროკურორმა პასუხად კვლავ დაზარალებულად ცნობის სტანდარტი ახსენა, რომლის მიხედვით გამოძიებამ დამნაშავე პირი უნდა დაადგინოს, რასაც კახიძის რიტორიკული შეკითხვა მოჰყვა: „სხეულის დაზიანების შემთხვევაში, ვიდრე დამჭრელს არ იპოვით, დაჭრილი დაზარალებული არ არის?... აბა თამარ ბაღაშვილი რატომ არ იყო ცნობილი დაზარალებულად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას არ ჰქონდა?"

თადუმაძემ ამის პასუხად განაცხადა, რომ დაზარალებულად ცნობის ვადები გაწერილი არ არის. ​

ოთარ კახიძე ასევე დაინტერესდა, თუკი პროკურატურამ შეძლო დემონსტრანტთა შორის ბრალდებულთა  იდენტიფიცირება, რატომ ვერ მოახერხა ძალის გადამეტებაში დამნაშავე პოლიციელთა მხილება, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ მიმართულებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით 20 ივნისის ღამეს მომხდარი შეტაკების დროს დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი, მაშინ როცა შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 მონაწილეს აქვს მინიჭებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^