Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა მელია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

10 ოქტომბერი, 2019 16:02

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ. 

„ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს“, - ასე მიმართა სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს, რის გამოც ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, შუამდგომლობას დართული აქვს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ხელმოწერები, რომლებიც მელიას თავდებში უდგებიან. 

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა, მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები სასამართლო სხდომაზე სრულად დასწრებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო, პირველ რიგში, იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე ან ალტერნატიული სახით შეცვლაზე. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის განცხადებით, ის ვერ გადაუხვევს პროცედურულ წესებს, თუმცა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას.

ამის შემდეგ ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, „მაშინ დაიფიცოს", რაზეც მოსამართლემ უპასუხა: „გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით".

„ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია „ქართული ოცნების" მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში...ეს არ არის სასამართლო. შესაბამისად, შეუძლებელია დღეს სასამართლოს ვცე პატივი. ეს არის ხალხი, ვინც დაგიჭერს, თუკი დაავალებ, ეს არის ხალხი, ვინც გაგათავისუფლებს, თუკი დაავალებენ. ამიტომ თუკი ვინმეს ეწყინა ცივი წყალი დალიოს", - განაცხადა მელიამ მას შემდეგ რაც ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^