Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლელოს" კიდევ 12 ახალი წევრი ჰყავს - რა გეგმები აქვს მოძრაობას

11 ოქტომბერი, 2019 13:18

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 12 კაციან ლიდერთა ახალი წევრები გააცნო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს" ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება და საზოგადოებრივი მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ფორმით ყველა მათგანს წარადგენს. მისი თქმით, პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე - რაიონებში.

საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა  ჟურნალისტებთან მათი მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა.  ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ისინი  წარმატებას 20 ან 30 ლარით მომატებული ხელფასით და პენსიით არ შეაფასებენ, რომელიც მითუმეტეს წინასაარჩევნოდ ჩნდება.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მათი მოძრაობის წარმატების საზომი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება იქნება.

„ჩვენი  მოძრაობის წარმატების საზომი  და მთავარი მიზანი ორი რამ იქნება: პირველი - ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემოდნებზე სხედან და ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა და აუცილებელია, რომ სამშობლო დატოვონ. სწორედ ეს იქნება მიზანი, რომ ასეთმა ადამიანებმა წასვლა გადაიფიქრონ.  მეორე - როდესაც ემიგრაციაში მყოფი შემდგარი ადამიანები, რომლებიც იქ კარგად დამკვიდრდნენ და ავტორიტეტი აქვთ, იტყვიან, რომ  ვხედავთ, გაცოცხლდა ჩვენი  ქვეყანა, გაცოცხლდა ჩვენი მროფესია  და  საქართველო  ძალიან კარგი, პერსპექტიული ქვეყანაა.  ეს ადამიანები ადგებიან,   ჩემოდანს ჩაალაგებენ და თავის ოჯახთან ერთად აქ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს" ახალი წევრები არიან:

  •  ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი​;
  • პიროვნული განვითარების ტრენერი ქეთევან ჟვანია-თაისონი​;
  • ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი, ეკონომისტი ნიკოლოზ კიკვიძე;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეთერ გაიაშვილი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი თემურ არაბიძე;
  • მსახიობი ირაკლი აფაქიძე;
  • სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილი;
  • ბიზნესის მართვის სპეციალისტი ნუკრი საჯაია;
  • მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას” დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი;
  • პიანისტი და ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი ნინო ყამბეგაშვილი​,;
  • მხატვარ-არქიტექტორი ირაკლი ქადეიშვილი​;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^