Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ბათიაშვილი სტრასბურგში პროცესის მოგების შემდეგ ბრძოლის ახალ რაუნდს იწყებს

11 ოქტომბერი, 2019 13:18

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“  გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით დადასტურდა, რომ 2006 წელს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო დაპატიმრებული ირაკლი ბათიაშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი განხილვის უფლება (ევროპული კონვენციის მე-6  მუხლის მე-2 პუნქტი) და  საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას დღეს  იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.   კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.  

სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა,  მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას.

იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი,  სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო  საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა“ - იუწყებიან იუსტიციის სამინისტროდან.

ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, მოხარულია, რომ 11 წლის შემდეგ სტრასბურგმა მიიღო სწორი და  მისთვის პრინციპული გადაწყვეტილება. იგი აპირებს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართოს პროკურატურას, რათა ხელახლა დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებმაც მას ცრუ ბრალდებები წაუყენეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისუ ...

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგე ...

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დატოვა. მისი თქმით, ის ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ...
^