Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლო მონაცემებით იაპონიაში ტაიფუნმა 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

14 ოქტომბერი, 2019 15:47

ტაიფუნი „ჰაგიბისი”, რომლის დიამეტრი 1,400 კილომეტრია, 4 ოქტომბერს ჩამოყალიბდა და იაპონიის კუნძულებს შაბათს, 12 ოქტომბერს მიაღწია. მას შემდეგ იაპონიაში ადიდდა 20-ზე მეტი მდინარე და დაიტბორა ათობით ქალაქი, მათ შორის ტოკიოს ნაწილებიც.

უკანასკნელი მონაცემებით ტაიფუნს 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი.

ტოკიოში ასობით ათას ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ევაკუაციისა და პირველადი დახმარებისთვის მობილიზებულია 100,000-ზე მეტი მეხანძრე, პოლიციელი და ექიმი.

დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების შეფასებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ტაიფუნის გამო ჩაიშალა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაც.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა გრძელდება, ტაიფუნის სიმძლავრე კლებულობს და, ორშაბათ დილისთვის, მისი პიკური ინტენსივობა ჩავლილად ითვლება. 900-მდე გადადებული ფრენა, სავარაუდოდ, სამშაბათიდან აღდგება. 

იაპონიის ზოგიერთ რეგიონში „ჰაგიბისი” უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. ტაიფუნის განმავლობაში დაფიქსირებულმა ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 250 კილომეტრ საათს გადააჭარბა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიაში მცხოვრებ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. საჭიროების შემთხვევაში იაპონიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამინისტროსთან დაკავშირება ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ:  ცხელი ხაზი: +81 70 3180 5601

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისუ ...

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგე ...

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დატოვა. მისი თქმით, ის ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ...
^