Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცოლად შერთვის მიზნით გოგონას გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი, 2019 13:13

პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით, 19 წლის გოგონას მოტაცების გამო ორი პირი თბილისში დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იტყობინებიან, შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მოხდა. 29 წლის ფ. ა-მ და 28 წლის ი.ა-მ  19 წლის გოგონა ავტომანქანაში იძულებით ჩასვეს და მარნეულის მიმართულებით წაიყვანეს. სოფელ ქეშალოში მისვლისას, გოგონამ გაქცევა მოახერხა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ გამტაცებლებიც.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^