Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამთა თოდაძის ადვოკატი ახალი მოწმეების დაკითხვას მოითხოვს

15 ოქტომბერი, 2019 16:30

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატის წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა პროკურატურას დამატებითი მოწმეების სიას აწვდის და მათ დაკითხვას მოითხოვს. დაზარალებულის ინტერესების დამცველი იმედოვნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის პარალელურად, მოწმეთა ჩვენებები ნათელს მოჰფენენ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მხრიდან თოდაძის ნასვამობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ვერსიასაც.

თამარ ლუკავას განცხადებით, 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თამთა თოდაძის ბინაში იმყოფებოდნენ, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მუშაკები, ასევე ისნის N11 განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე, რომელთაც უშუალოდ ნახეს დაზარალებულის სხეულზე ძალადობის კვალი და შეესწრნენ მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თამთა თოდაძე ნასვამი არ ყოფილა და მოითხოვს, მოწმეებს ამ მიმართულებითაც დაუსვან შეკითხვა.

თამარ ლუკავამ პრეტენზიები გამოძიების დაკავშირებითაც გამოთქვა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მიმართვასაც აპირებს, რათა გამოიკვლიონ: რატომ  ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება 9 საათის დაგვიანებით, რის გამოც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებული მობილურ ვერ იქნა ამოღებული.

ლუკავა გამოეხმაურა ბრალდებულის ადვოკატის თამარ კუბლაშვილის მხრიდან თამთა თოდაძის დებატებში გამოწვევას და ეს დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას სურვილით ახსნა. მისი თქმით, პროცესუალურ მოწინააღმდეგეებს ავიწყდებათ, რომ საქმე შეეხება უმძიმეს დანაშაულს, რომლის მსხვერპლი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ქალია. "საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით დაზარალებული მხოლოდ ერთხელ იკითხება სასამართლო პროცესზე და ბრალდებულის ადვოკატს იქ  შეუძლია დაუსვას ყველა კითხვის დასმა, რომელზეც თამთა პასუხებს გასცემს", განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალი მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის მუხლით 8 ოქტომბერს წარუდგინეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისუ ...

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგე ...

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დატოვა. მისი თქმით, ის ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ...
^