Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი საპროტესტო ტალღა კატალონიაში

15 ოქტომბერი, 2019 18:02

ბარსელონას აეროპორტში, კატალონიელი დემონსტრანტების და პოლიციის დაპირისპირების შედეგად 37 ადამიანი დაშავდა, 22 წლის ახალგაზრდამ მხედველობა დაკარგა, გადაიდო ასზე მეტი საერთაშორისო რეისი. ვითარების დაძაბვის მიზეზი, ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახლდათ. მართლმსაჯულების ვერდიქტი მკაცრი იყო, 9 კატალონიელ „სეპარატისტ“ ლიდერს, ცხრიდან ცამეტ წლამდე პატიმრობები შეეფარდათ. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერიც გასცა. კარლესი ამჟამად ბელგიაში იმყოფება, მისი დაკავება 2018 წელს, უკვე სცადა ოფიციალურმა მადრიდმა, თუმცა გერმანიისგან ექსტრადირებაზე უარი მიიღო.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან რამოდენიმე წუთში, კატალონიის ქუჩებში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პროტესტს. ორგანიზებას ადგილობრივი რადიკალური დაჯგუფება „დემოკრატიული ცუნამი“ უწევდა, რომლის წევრებმაც ბარსელონას ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებული, ელ პრატის აეროპორტისკენ მარშირებისკენ მოუწოდეს დემოსნტრანტებს. საგანგებოდ აღჭურვილი, ესპანური საპოლიციო რაზმები ხალხის პირისპირ აღმოჩნდნენ და როგორც 2017 წელს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შეტაკება გარდაუვალი აღმოჩნდა. საერთაშორისო მედია ძალოვნების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს, თუმცა ოფიციალური მადრიდი, ათი ათასობით დაუმორჩლებელი პროტესტის მონაწილისკენ იშვერს ხელს. პოლიციის მცდელობის მიუხედავად, 8000-მა დემონსტრანტმა, მაინც მოახერხა აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე შეჭრა, რამაც ქაოსი და ახალი დაპირისპირების კერა გააჩინა.

აეროპორტში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, კატალონიის მუნიციპალიტეტებშიც, ქუჩების პარალიზების მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ორშაბათს, რეგიონში ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყისი ვიხილეთ, კატალონიის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება, ხოლო ხალხი, კიდევ და უფრო რადიკალურადაც მოითხოვს პასუხებს მადრიდისგან.

პოლიტიკური კრიზისი, რომლის ცენტრიც ბარსელონაა არ გახლავთ მხოლოდ ესპანეთის პრობლემა. მეამბოხე რეგიონი, ევროპული დემოკრტიის გამოწვევად და ევროკავშირის „აქილევსის ქუსლად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. უაკანასკნელი 15 წლის მანძილზე, ოფიციალური მადრიდის ხისტმა პოლიტიკამ კატალონიასთან მიმართებაში, რეგიონში დამოუკიდებლობის მომხრეთა 13%-იანი რიგები 50%-მდე გაზარდა. დიალოგის აუცილებლობის მიუხედავად, ესპანეთი „წაყრუების“ პოლიტიკას ამჯობინებდა, ხოლო საბოლოოდ, ძალისმიერი მეთოდებით სცადა სიტუაციაზე კონტროლის მოპოვება.

 2009 წელს ძალაში შესული ლისაბონის ხელშეკრულება, რომელსაც ევროპის ახალ კონსტიტუციასაც უწოდებენ, ევროპული გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს, სხვა წევრ სახელმწიფოზე სანქციების გამოყენების საშუალებას აძლევს. კატალონიელი ლიდერები, რომლებმაც ესპანეთის დატოვება მოახერხეს, ევროკავშირს რეგიონის პოლიტიკაში აქტიური ჩარევისკენ მოუწოდებენ . ბევრს მაგალითად უნგრეთი და პოლონეთი მოჰყავს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში, არაერთხელ აღმოჩნდნენ ევროპული სახელმწიფოების კრიტიკის ობიექტი, მაშინ როდესაც, კატალონიურ კრიზისზე თანამეგობრობა დუმილს ამჯობინებს. თუ კატალონიას დემოკრატიის ახალ ტესტად შევრაცხავთ, მაშინ ის ძალიან რთული ტესტი გახლავთ. კონტინენტის, თითქმის ყველა სახელმწიფოს თავისი „კატალონია’’ ჰყავს...

ბოლო წლებში, ბებერ კონტინენტზე „რეფერენდუმების კრიზისს“ ვადევნებთ თვალს. ბრექსიტის დაუსრულებელ საგას კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მოყვა, რომელსაც ერთი შეხედვით, პერსპექტივა არ აქვს. რეფერენდუმი, ახალი ხილი ნამდვილად არ გახლავთ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. შვეიცარიაში საკმაოდ ხშირად, შეერთებული შტატების უამრავ შტატში, თავად დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრექისატმე ცოტა ხნით ადრე, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გაიმართა, მოცემული პროცედურა პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. დემოკრატია, ურთიერთ პატივისცემას მოიაზრებს, სადაც მხარეებს მარცხის აღიარება შეუძლიათ, თუმცა უკანასკნელ წლებში, ეს ასე აღარ ხდება, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს.

ევროპის უმშვენიერესი მხარე, რომელიც ათეულობით მილიარდ ინვესტიციას იზიდავს ყოველწლიურად და მთლიანი ესპანური ეკონომიკის  20%-ს წარმოადგენს, როგორც ტურისტული და ინდუსტრიული ცენტრი, სავარაუდოდ დიდ ხანს იქნება დაძაბულობის და პროტესტის რეჟიმში, რაც კარგი არავისთვისაა. ოფიციალური მადრიდი კატალონიის ისტორიულ რეგიონს ვერ შეელევა, ხოლო რადიკალმა კატალონიელებმა, დამოუკიდებლობის გამოცხადებით უკან დასახევი გზები მოიჭრეს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, კონსესუსის მიღწევა რეალურია. შესაძლოა, როგორც ბასკების შემთვევაში, ფისკალურმა ავტონომიამ ბარსელონაც დააკმაყოფილოს, თუმცა ვინაიდან მხარეებს დიალოგი არ სურთ, საჭიროა ევროპულმა სახელმწიფოებმა, მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად რიგ ბერკეტებს მიმართონ. ერთი რამ ნათელია, მუდმივი პროტესტის, პოლიციური რეიდების, დაკავებების და დარბევების გაგრძელება საკმაოდ ცუდი შედეგების მომტანი იქნება, როგორც ესპანეთის, ასევე კატალონიის და მთლიანად ევროპისათვის. პირინეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე დაპირისპირებას დიდი ენთუზიაზმით აკვირდებიან ევროპის და დემოკრატიის მტრები...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^