Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: შსს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს

16 ოქტომბერი, 2019 12:15

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების პრაქტიკის თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას და რეაგირებას საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სთხოვს.

შსს-ში არასამთავრობოთა შენიშვნებს არ იზიარებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ერთიან საინფორმაციო ბანკში, პირთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შენახვის ვადებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია სამართლებრივი აქტის ცვლილების პროექტი. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

როგორც საიაში აცხადებენ, მათ შეისწავლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად იყენებს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან (info.police.ge) ინფორმაციას, ადმინისტრაციული სახდელების დადების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას. ამ ცვლილებას კი საფუძვლად დაედო საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე. „საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში, სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას“ - ნათქვამია განცხადებაში. 

საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები კანონთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, მონაცემების მუდმივად შენახვასთან დაკავშირებით. „სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ არსებულ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სხვა შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. აღნიშნული მონაცემების შენახვის ვადა არის 4 წელი, ხოლო მონაცემები არქივდება უვადოდ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს ესაჭიროება ინფორმაციის ფლობა სამართალდარღვევების შესახებ, რათა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიმართ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში განსხვავებული სანქციის გამოყენება“ განგვიმარტეს შსს-ში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^