Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხაზარაძე კონსორციუმისთვის დროის გადაწევას სიცრუეს უწოდებს და მთავრობისგან გარანტიებს მოითხოვს

16 ოქტომბერი, 2019 18:57

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ეხმაურება.

ხაზარაძის თქმით, „ანაკლიის კონსორციუმისთვის“ არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა და მისი აზრით, გუშინ პრაქტიკულად, ინვესტორები გაყარეს.

„ინფორმაცია ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ვადა გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა, ეს არის მოსახლეობისა და ანაკლიის კონსორციუმის გულშემატკივრების შეცდომაში შეიყვანა, 15 ოქტომბერი იყო ინვესტორების წარდგენის ვადა. მე და ბადრი ჯაფარიძემ დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, დავტოვეთ შეგნებულად, რომ ჩამოვცილებოდით და ხელი შეგვეწყო კომპანიის ახალ ხელმძღვანელებსა და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე. პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის.  გუშინ პრესკონფერენციაზე არათუ კონსტრუქციული დიალოგი მოვისმინეთ, არამედ პრაქტიკულად ინვესტორების გაყრა მოხდა“, - აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძის აზრით    ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია,  თუ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი  ინვესტორებთან გადაფრინდება, გადასცემს    მთავრობის სახელით წერილს და დაარწმუნებს, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად.

მისივე თქმით, ნებისმიერი სხვა განცხადება მიღებული იქნება, როგორც მორიგი ცრუ დაპირება. ხაზარაძე ამბობს, რომ კომპანიამ ჩამოიყვანა და მზადყოფნაში ჰყავს არა ორი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც მზად არის, განახორციელოს და დაამთავროს ანაკლიის პროექტი.

„ბანკებთან დარჩენილი იყო ერთი საკითხი და ესეც მინდა განვმარტო, რომ ის ნარატივი, რომელიც მათ მოიგონეს, თითქოსდა გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდებოდა და ხდება ანაკლიაზე სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარანტიების გაცემა, არის ტყუილი, ესეც მათი მოგონილია. თუ წაიკითხავთ იმ შემოთავაზებას ან თუნდაც ახალ შემოთავაზებას, მსგავსი იქ არაფერი ეწერა“, - აცხადებს ხაზარაძე.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი  თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც აფასებს  და ამბობს, რომ ეს არც პოლიტიკოსის განცხადებაა და  არც კაცის ლექსიკას შეესაბამება.  

„კალაძეს  არ ვუპასუხებ, რადგანაც მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ," - აღნიშნა ხაზარაძემ.

დღეს, თბილისის მერმა კალაძემ კი თქვა, რომ ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენებისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^