Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონით სარგებლობა მოწმეებზე ზემოქმედების რისკის გამო აუკრძალეს

17 ოქტომბერი, 2019 17:10

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საპყრობილიდან ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციის აკრძალვას აპროტესტებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფეისბუკზე, მისი სახელით გამოქვეყნდა პოსტი, რომ ამით მისი კანონიერი უფლებები იზღუდება.

„ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა, (რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა" ვკითხულობთ ოქრუაშვილის ფეისბუკზე.

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს აკრძალული აქვს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია. ამ შეზღუდვის მიზეზად კი ასახელებენ ბრალდებულის მხრიდან იმ მოწმეებზე ზემოქმედების რისკს, რომლების სასამართლოში ამ ეტაპზე არ არიან დაკითხულნი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^