Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურნავა მთავრობის კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი ჭორაობაა - გახარია

18 ოქტომბერი, 2019 18:00

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებას უარყოფს. გახარია ამბობს, რომ ნათია თურნავა მთავრობის კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია.

„ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. ამ ინფორმაციის გავრცელებას პრემიერი პოლიტიკური კონიუქტურიდან მოგონილს უწოდებს, რომელსაც მიზანმიმართულად ავრცელებენ.  

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გადაყენების შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა. თუმცა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია მალევე უარყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^