Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

19 ოქტომბერი, 2019 9:43

გურამიშვილის გამზირის #34-ში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

როგორც ლიბერალის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი - მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის  ერთი არასრულწლოვანია. გარდაცვლილებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ წყლის კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.
„თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განცხადებით, სახლში სადაც აფეთქება მოხდა ადრე წყალგამაცხელებელი ჩაიხსნილი იყო.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^