Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბინის მფლობელი „თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებს კარს არ უღებდა - ნათია მიქიაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 10:50

გურამიშვილის გამზირის #34-ში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა.

დილიდან ადგილზე იმყოფება „თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი.   როგორც   მიქიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  კორპუსში სადაც აფეთქება მოხდა,    „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო .

„აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევა, როცა ჩაიხსნა წყალგამაცხელებელი,  მივუთითეთ რომ ის იყო საფრთხის შემცველი. გინდოდა აღნიშნული ბინის ხელმეორედ შემოწმება, მაგრამ ბინის მფლობელი კარის გახსნაზე აცხადებდა უარს. სისტმებატიურად ვთხოვდით რომ კარი გაეხსნა რომ შემოწმებაზე შევსულიყავით იმიტომ რომ როცა ხდება დანადგაროს ჩახსნა, რომელიც არის სიცოცხლის შემცველი, ასეთ აბონენტებზე ხდება ხელმეორედ მონიტორინგი. აცხადებდა, რომ არ ვცხოვრობო, მაგრამ ბუნებროვი აირის გადასახადი მოდიოდა. აქედან გამომდინარე გაგვივნდა ეჭვი რომ ცხოვრობდდა მაგრამ არ უშვებდა თბილისი ენერჯის წარმომადგენლებს", -   განაცხადა   მიქიაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

მომხდარზე   შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^