Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაზინოში გაზით ოთხი ადამიანი მოიწამლა

21 ოქტომბერი, 2019 20:28

გლდანში მდებარე კაზინო „ბეთლაივში“ გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ოთხი გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედისონში“ გადაიყვანა. საავადმყოფოს პერსონალის ინფორმაციით პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, „გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა, რის შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება“. კომპანიის სპეციალისტთა შეფასებით, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო გაზმა კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ ვენტილაციის არხებით შეაღწია. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც, რომელმაც ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რისი დასრულებისთანავე სარემონტო სამუშაოები დაიწყება. "კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება“ , - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^