Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მიქაუტაძე არის ერთ-ერთი საკვანძო წევრი იმ გუნდის, რასაც „კლანს” ეძახიან - გიგა ბოკერია

22 ოქტომბერი, 2019 13:25

როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, იუსტიციის საბჭოს მოქმედ მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა.

დეპუტატთა ნაწილი წინასწარვე ჰპირდებოდა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანს, როგორც „რეჟიმის დავალებების შემსრულებელ მოსამართლეს“ გასაუბრებაზე კომფორტული გარემოს იმედი არ ჰქონოდა. დამოუკიდებელი დეპუტატები აკრიტიკებდნენ, ყოფილ თანაგუნდელებს, უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მათი შეფასებით, კანდიდატის მიმართ აშკარა ლოიალობას ამჟღავნებდნენ და განსაკუთრებული დაცვის პირობების შექმნას ცდილობდნენ.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, გიორგი მიქაუტაძე წარმოადგენს მოსამართლეთა იმ გავლენიან ჯგუფს, რომელიც სასამართლოში სისტემურ პრობლემებს ქმნის, ხოლო ამ კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ხმას მისცემს სასამართლო ხელისუფლების წარსულში დატოვებას და ძალადობრივი რეჟიმის აღზევებას.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარაშვილი, რომლებიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, დარბაზში გადატვირთულობის გამო, შესთავაზა - სხდომისთვის ლოჟიდან ედევნებინათ თვალი. დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, უმრავლესობა ცდილობდა ზონდერმოსამართლე იმ უხერხული კითხვებისგან დააზღვიოს, რომელსაც წარსულში მისგან უსამართლოდ გასამართლებული ვახტანგ შაქარაშვილი დაუსვამდა. საბოლოოდ საკრებულოს დეპუტატმა მაინც მოახერხა დარბაზში შესვლა. შაქარაშვილის განცხადებით, მას სურს ადამიანს, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა, რამდენიმე კითხვა დაუსვამს.

გიორგი მიქაუტაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის სოფო კილაძის შეკითხვის პასუხად კატეგორიულად უარყო სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის არსებობა და განაცხადა, რომ სასამართლოში არის მხოლოდ გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და სისტემის განვითარებაზე.

„ახალი არ არის არც თქვენთვის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლო სისტემას მოუწია ძალიან ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში, ჩვენი განსახორციელებელია და ეს მარტივი პროცესი არაა. ამ პროცესში არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად შეიძლება ითქვას რომ ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ ამას ყველას საქმით ვუდასტურებთ. სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად გახსნილია და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ, მაქსიმალურად გამჭვირვალეა. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს გადაწყვეტილებების მიღებაზე, იმიტომ, რომ ამას შეიძლება კრიტიკა მოყვეს“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა .

„ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის მმართველობაზე რა აზრის ხართ?“ - ეს შეკითხვა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს გიგა ბოკერიამ, მას შემდეგ დასვა, რაც მოსამართლეობის კანდიდატმა სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაციის პოლიტიკურ შეფასებებს თავი აარიდა.

გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, ეს იყო რეპრესიული რეჟიმი, რომლის შედეგებსაც დღემდე იმკის ქვეყანა და დღემდე ხდება კომპენსაციების გაცემა პოლიტიკური რეპრესიებისთვის.

გიგა ბოკერიას მორიგი შეკითხვა შეეხებოდა კანდიდატის მიერ წარმოდგენილ 2 სარეკომანდაციო წერილს, მაშინ, როცა წესით, მინიმუმ 3 რეკომენდატორის წერილი იყო საჭირო. „რატომ მოიქეცით ასე - ვერ იპოვეთ მესამე რეკომენდატორი, ან უკაცრავად სლენგისთვის თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ დადგენილი წესი, იმიტომ რომ იცოდით,  მაინც გაგივიდოდათ?“ - იკითხა ბოკერიამ.

მიქაუტაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ორგანული კანონი, ორგანულ კანონში კი რეკომენდატორის საჭიროება არ არის ნახსენები.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მიქაუტაძე არის ერთ-ერთი საკვანძო წევრი იმ გუნდის, რასაც „კლანს“ ეძახიან, ვინც „დაულაგა“ ივანიშვილის ხელისუფლებას სასამართლო.

„კითხვებზე პასუხები მივიღეთ, რომლებმაც დაადასტურა ის მრწამსი, რაც აქვს ყველას, ვინც სასამართლოში ვითარებას იცნობს - გიორგი მიქაუტაძე არის ერთ-ერთი საკვანძო წევრი იმ გუნდის, რასაც „კლანს” ეძახიან, ვინც „დაულაგა” ივანიშვილის ხელისუფლებას სასამართლო, ვინც არის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. მე ჩემ პოზიციას მოგახსენებთ ჯერ, მაგრამ გავრისკავ და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიციაც იქნება ასეთი, რომ მიქაუტაძე ნამდვილად ვერ მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას კენჭისყრაზე, რომელიც პარლამენტში იქნება. “, - განაცხადა ბოკერიამ

გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, სამოსამართლეო კარიერა 2012 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. 2016 წელს დაწინაურადა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.  2017 წლიდან იგი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს მდივანი. 2019 წლის 3 ივნისიდან, მოსამართლე მიქაუტაძე გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ.

პარლამენტში, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^