Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა ანაკლიის პროექტს არ სჭირდება - ცქიტიშვილი

22 ოქტომბერი, 2019 14:10

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების ინიციატივას ეხმაურება.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ახვლედიანი ამბობს, რომ  მზად არიან პარლამენტში მივიდნენ და ღიად ისაუბრონ.  

„ჩვენი  ვალდებულების ფარგლებში ყველანაირად  მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, რადგანაც უფრო საქმიანი ფორმატის სახე მიეცემა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის განცხადებას საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა.

მინისტრის თქმით, ისინი შეხვედრებს აუცილებლად გამართავენ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მისცემს  ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოძებნონ.  

მისივე თქმით, ის „მინისტრის საათისა“ და სხვა ფორმატებში პარლამენტში ანაკლიის თემასთან დაკავშირებით არაერთხელ წარსდგა.

„ანაკლიის თემასთან დაკავშირებით  არა ერთი დებატი და კამათი გვქონდა.  ეს ყველაფერი კი იმაზე  მეტყველებს, რომ ჩვენ  ანაკლიის თემაზე ღია და საჯარო საუბარი არ გვიჭირს. არაერთხელ იყო ასევე ჩემი მხრიდან შეთავაზება მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელი, ღია და სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი. არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა და შეხვედრის პრობლემა ანაკლიის კონსორციუმთან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ამ კვირაშიც იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^