Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემონსტრაციების ტალღა ლიბანში

22 ოქტომბერი, 2019 17:20

ლიბანში მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას ახალი გადასახადების დაწესების შესახებ, მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოჰყვა. რეგიონში არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე, სირიის მეზობელი საყელმწიფო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 

ხელისუფლების მცდელობამ ინტერნეტ კავშირის ისეთ აპლიკაციებზე, როგორიც  მაგალითად WhatsApp-ია, გამოყენებისათვის სპეციალური გადასახადი დაწესებულიყო, თავად ამ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში. დემონსტრანტები, რომლებიც უკვე დღეების მანძილზე პოლიციას უპირისპირდებიან და ქუჩებში ახალ ბარიკადებს აგებენ, პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს კორუფციაში ადანაშაულებენ და შესაბამისად, მთავრობის გადადგომასთან ერთად, ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პროტესტის მონაწილეთა აზრით, ქვეყნის მართვის სადავეები, მოსამართლეთა საბჭოს უნდა გადაეცეს, სანამ ახალი ხელისუფლების ფორმირება გახდება შესაძლებელი. 

სანამ დემონსტრანტები რევოლუციის სკანდირებით ბეირუთის ქუჩებში მარშირებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰარირიმ, ოპონენტებს რეფორმების ნუსხა შესთავაზა. ლიბანის 2020 წლის საბიუჯეტო პრეოქტში შემდეგი ცვლილებების შეტანა განიხილება: 

  • თანამდებობრივი სარგოს განახევრება მინისტრებისთვის, პრეზიდენტისთვის და საკანონმდებლო ორგანოს წევრთათვის. 
  • რიგი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ინფორმაციის სამინისტროს გაუქმება.
  • კანონმდებლობითი დათქმა: ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ.
  • საჯარო სიკეთეების მიტაცების ფაქტების გამოძიება. 
  • მარეგულირებელი რგოლების შექმნა: ძალოვან უწყებაში, ტელეკომინუკაციებში და სამოქალაქო ავიაციის დარგში. 
  • 2020 წლისთვის, ნებისმიერი ახალი გადასახადის დაწესებაზე უარის თქმა.
  • რიგი სახელმწიფო უწყებებისათვის დაფინანსების 70%-ით შემცირება. 
  • ბანკებისთვის მოგებაზე გადასახადის გაზრდა.
  • საინვესტიციო პროექტების მოძიება. 
  • 13.3 მილიონი დოლარის მოძიება, სიღარიბეში მცოხრები მოსახლეების მხარდასაჭერად. 

ეს და სხვა, სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებები, არ აღმოჩნდა საკმარისი საპროტესტო მუხტის გასანეიტრალებლად. მომიტინგეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი არ შეწყვიტონ პროტესტი, სანამ კორუფციაში მხილებული პოლიტიკოსები სამთავრობო პოსტებს არ დატოვებენ.

დემონსტრანტებს უთანაგრძნო ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ. მისი აზრით, ქვეყნის ქუჩებში მიმდინარე პროცესები, საზოგადოების ტკივილს ასახავენ, თუმცა კორუფციის ბრალდების გენერალიზება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსის კორუფციონერად მოხსენიება, დიდ უსამართლობას წარმოადგენს პრეზიდენტისთვის. ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც მიშეულ აუნის ვაჟი დემონსტრანტებს უერთდება, აქციის მონაწილეები დიდი ოვაციით შეხვდნენ მის გამოჩენას „პროტესტანტთა“ რიგებში. 

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“, იტყობინება რომ დღეიდან ბეირუთის ბლოკირებული ქუჩების გახსნას ლიბანის არმია, „მშვიდობიანი ხერხებით“ დაიწყებს.  ამჟამად შეჩერებული გახლავთ სკოლების, ბანკების და სხვა დაწესებულებების მუშაობა სახელმწიფოში, თუმცა დილიდან შეინიშნება, წინა დღეებთან შედარებით, დემონსტრაციის მონაწილეთა რიცხვის კლება. აქციებზე გამოჩნდა ჰეზბოლას და ამალის დროშებიც, თუმცა ლიბანის შიიტური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უარყვეს მომიტინგეებთან კავშირი. პროტესტის მიმდინარეობისას დაშავდა 200 ადამიანი, მათ შორის რამოდენიმე ათეული პოლიციელი. ასევე, დემონსტრაციის ეპიცენტრში გაჩენილ ხანძარს, ორი უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ემსხვერპლა.

 „არაბული გაზაფხული’’ ალბათ ყველას მიგვავიწყდა, თუმცა შესაძლოა ლიბანში სწორედ ახალი რევოლუციური სცენარი გათამაშდეს. რეგიონში, უკვე წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესების გამო, პატარა ცვლილებამ და მცირე რადიკალიზმმაც შესაძლოა მძიმე შედეგები იქონიოს. მიუხედავად დიდი დათმობებისა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, „პროტესტანტების“ შემართება გვიჩვენებს, რომ ლიბანელებმა ხელისუფლების ნდობა დაკარგეს და ისინი ცვლილებებისთვის ბრძოლას აპირებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^