Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში - ფოფხაძე მიქაუტაძეს

22 ოქტომბერი, 2019 17:46

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, იუსტიციის საბჭოს მოქმედ მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, გიორგი მიქაუტაძის ადგილი უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში.

როგორც გედევან ფოფხაძე  ამბობს,  მას შემდეგ რაც მიქაუტაძე იყო ე.წ. სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე, მისი უზენაეს სასამართლოში გამწესება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა იქნება, ვინც 9 წლის განმავლობაში  ამ რეჟიმს ითმენდა. დეპუტატი აცხადებს, რომ მათი მთავარი სურვილია ხალხთან პირნათელები იყვნენ. 

„თქვენი უზენაეს სასამართლოში გამწესება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც 9 წლის განმავლობაში ითმენდა იმ რეჟიმს, რომელზეც თქვენ არც გსურთ საჯაროდ თქვათ, რომ იყო ავტორიტარული, მაგრამ გინდათ იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. რატომ უნდა იყოთ იმის მერე მოსამართლე, რაც იყავით სააკაშვილის დროს მოსამართლე? რა მორალური უფლება გაქვთ? ვინ გაგირიგდათ თქვენ, რომ იყოთ მოსამართლე მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმის მსახური იყავით?", - ასე მიმართა მიქაუტაძეს ფოფხაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ კი ფოფხაძეს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „მოსამართლე 2012 წლიდან ვარ, მანამდე კი პროკურორის თანამდებობაზე ვმუშაობდი“, - აღნიშნა მან.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^