Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ოქრუაშვილის ნახევარ მილიონიანი გირაოთი გათავისუფლებაზე სასამართლო უარს ამბობს

23 ოქტომბერი, 2019 13:01

პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ არ დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის შუამდგომლობა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ოქრუაშვილის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვდა პროკურატურა და აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების არგუმენტად კვალ ასახელებდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის არსებობას. ბრალდების ამ არგუმენტებს არ ეთანხმებოდა მამუკა ჭაბაშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოწმეებზე ოქრუაშვილი ზეგავლენას ვერ მოახდენს, იმ მიზეზით, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებებს მხოლოდ პოლიციელები აძლევენ.

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე, ბრალდების საქმეზე მტკიცებულებად თანდართული ვიდეოს შესახებ დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც დაადასტურეს, რომ კადრში ასახულ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში აშკარად ჩანს ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი.

მამუკა ჭაბაშვილი არ უარყოფს, ორქრუაშვილი მოცემულ დროს მართლაც იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა ამტკიცებს, რომ ძალადობის ორგანიზებისთვის წარდენნილ ბრალდებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

სასამართლო პროცესზე პროტესტის ნიშნად არ იმყოფებოდა თავად ირაკლი ორქრუაშვილი. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^