Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენერალური პროკურატურა ყოფილი თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს

23 ოქტომბერი, 2019 16:37

გენერალური პროკურატურა განცხადებით პასუხობს - სალომე ადეიშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც, აწ უკვე ყოფილი პროკურორი სიტემაში, ნეპოტიზმს, შრომითი უფლებების დარღვევის, სექსუალურ შევიწროების ფაქტებს და ზოგადად არა ჯანსაღ გარემოს ამხელს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სალომე ადეიშვილი, 22 ოქტომბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს  სისტემაში შექმნილ ნეგატიურ გარემოზე, რამაც პროკურორის თანამდებობიდან წამოსვლა აიძულა. იგი  მრავალ მიზეზთა შორის ასახელებს: შერჩევით სამართალს - (როდესაც იდენტურ დანაშაულებზე  „უპატრონო" და „პატრონიანი" ადამიანებისთვის განსხვავებულ  სანქციებს მოითხოვენ);  ნეპოტიზმს - („რომ „პატრონის“ და „ჩალიჩის“ გარეშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი");  სექსუალურშ ევიწროებას  - („რომ უშნო დახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ"); შრომის უფლებების დარღვევას; არა ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს; ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ა.შ. „P.S. არა და კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა დადიპლომ(ებ)ი მაქვს“ , - წერს   დეიშვილი სიციალურ ქსელში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ  ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, უნდა იყოს გამოძიებული. იგი ამ საკითხზე პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ელის.

„ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა  გიორგი გახარიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხანაშვილი  პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს.

„ასეთი ფაქტების შესახებ არ მსმენია. ეს არის ე.წ. შეთქმულების თეორიების განვითარება და მცდელობა, რომ რაიმე ფორმით მოხდეს რომელიმე უწყების დისკრედიტაცია. თუკი ვინმეს რაიმე ფაქტი და მტკიცებულება აქვს, ვალდებულია მიაწოდოს ეს შესაბამის ორგანოს. საგამოძიებო ორგანო კი ვალდებულია, კანონის შესაბამისად იმოქმედოს,"- განაცხად ოხანაშვილმა.

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა    დოლიძე შეკითხვის დასმას აპირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძისთვის , რომელიც მისი თქმით სალომე ადეიშვილის მიერ მხილებულ კლანურ სისტემაში 20 წელი მუშაობდა.

„სალომე ადეიშვილის განცხადებაში კარგად არის გამომზეურებული სისტემის კლანურობა. ის, რომ სისტემა ეყრდნობა ნეპოტიზმს,  პიროვნულ ერთგულებას და არა კომპეტენციას;  ის, რომ არ შეიძლება სისტემის შიგნით მანკიერებებზე საუბარი. სალომე ადეიშვილის სოციალურ ქსელებში გავრცელებულიგ ანცხადება არის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი მხილება,- განაცხადა  ანა დოლიძემ  პარლამენტში სხდომაზე შესვლამდე, სადაც დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძესთან გასაუბრებას ატარებენ.  .

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ადეიშვილი, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ვალდებულები ვართ, ისტორია შევახსენოთ იმ ...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ    სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისტორიული მ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - „საბ ...

ერთფეროვნება მოსაწყენია. განსაკუთრებით, როცა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობ, თავადაც სწრაფად იცვლები და შენი გემოვნებაც. ეს ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

დილიდან მეორადი „კმარელების" უნიჭო პერფო ...

„ევროპულის საქართველოს" ლიდერები დღეს მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქთან მივიდნენ და მის სამუშაო ოთახზე ბოქ ...
^