Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

24 ოქტომბერი, 2019 14:19

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა. ამის  შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, 1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულად ითვლება 2 500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი ორმხრივი - ქართულ-აფხაზური და სამმხრივი - ქართულ-რუსულ ოსური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დღემდე 187 სამარხის გახსნა მოხერხდა. აქედან 178 პირის იდენტიფიცირება მოხდა.

„მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს. თუმცა საერთო ციფრს თუ შევადარებთ, ცხადია, აშკარა ხდება, რომ 2 300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად სიაში, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავებს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მინდა, საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. მინდა, ამ მექანიზმების ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო ვინაიდან, მათთან თანამშრომლობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გამოვა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

კომისიის შემადგენლობაში შედის ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ციხელაშვილმა მოუწოდა ყველას მიმართონ კომისიას თუ კი რაიმე სახის ინფორმაცია აქვს შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგულებთან.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^