Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველმა ცხინვალის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

25 ოქტომბერი, 2019 11:09

სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საპყრობილეებში დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობა​მწვავე პრობლემად რჩება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში განხორციელებულ წამებას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. 

„სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში“.

სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს: „შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ადგილობრივი სპეცდანიშნულების რაზმის „ომონის“ თანამშრომლების მიერ პატიმრების ცემის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავთა ძალადობას სავარაუდოდ, წინ უძღოდა პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^