Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამიას ახალ ბრალს წარუდგენენ

01 ნოემბერი, 2019 16:44

ტელეკომპანია “მთავარი არხის“გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ახალი ბრალის გასაცნობად დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც „ლიბერალს“ პროკურატურიდან აცნობეს, ბრალდების კვალიფიკაცია კვლავ შეეხება მისი „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობის პერიოდში, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებს.

კონკრეტულად ის, თუ რა შინაარსის ახალ ეპიზოდზე ედავება გამოძიება გვარამიას, მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც ბრალდების დადგენილებას ოფიციალურად ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ,,რუსთავი 2-ის" ინტერესის საწინააღმდეგოდ ფინანსური დანაშაულის ფაქტზე 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. ამ გამოძიების ფარგლებში ნიკა  გვარამიასთან ერთად ბრალი წარედგინა "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსური დირექტორის - კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს - ზურაბ იაშვილს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^