Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტ დეკანოზის შეწყალებაზე: მიკვირს, რატომ არის მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე

06 ნოემბერი, 2019 12:30

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ არ ცხრება ჟურნალისტების ინტერესი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი პროცედურის შესახებ მზადდება ბრძანებულება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა და მისი ადმინისტრაცია, ამის შემდეგ შეუდგება შეწყალების საქმეების განხილვას.

„ძალიან მიკვირს, რომ გაუთავებლად ამბობთ, თითქოს არ ვპასუხობ თქვენს კითხვებს მამალაძეზე. თუ სწორად მახსოვს, უკვე მეხუთეჯერ გეუბნებით და გპასუხობთ იგივე ტელევიზიებს, რომ მამალაძის შეწყალებას რაც ეხება, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო და ჩატარდა. გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა ახალი წესებით. მგონი, გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას. როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც შეწყალება ჰქვია. ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება ამ კუთხით, ახალგაზრდები და არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ დაკავებული და დაინტერესებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე გამოტანილი იქნა განჩინება, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 18 სექტემბერს შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც დღემდე ძალაშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ნოემბერი
19 ნოემბერი

პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარული ავე ...

„საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება - ვაჟა გ ...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 19 ნოემბერს, მორიგი განცხადება გაავრცელა ექიმ ვაჟა გა ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ახა ...

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, უ ...
^