Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ია კერზაიას საქმეს უკვე სტრასბურგი განიხილავს

06 ნოემბერი, 2019 13:06

ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა დედამისის გარდაცვალების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.

სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ უკვე დარეგისტრირდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში, განათლების სამინისტროს გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ, ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგადაც იგი გარდაიცვალა.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ინსპექტირება სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე ჩატარდა, თუმცა ბაჩანა შენგელია, ყოველივეს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს, რაც, საბოლოოდ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა 2019 წლის აგვისტოში „დანაშაულის არარსებობის გამო“ გამოძიება შეწყდა.

ბაჩანა შენგელია სიმართლის დადგენას სტრასბურგში ელის:

"არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას“ - წერს ფეისბუკზე  ბაჩანა შენგელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^