Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს პრემიერის ჩაშლის მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

06 ნოემბერი, 2019 14:56

საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით, რომლის ჩაშლასაც მოძრაობა „ქართული მარში“ აანონსებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მოძრაობა - „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა რომ, პრემიერის დროს, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ნოემბერი
19 ნოემბერი

პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარული ავე ...

„საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება - ვაჟა გ ...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 19 ნოემბერს, მორიგი განცხადება გაავრცელა ექიმ ვაჟა გა ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ახა ...

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, უ ...
^