Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო! - „თბილისი პრაიდი" ლევან ვასაძეს ფილმის ბილეთს ჩუქნის

07 ნოემბერი, 2019 18:51

თბილისი პრაიდი" ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ბილეთს ჩუქნის.     

„თბილისი პრაიდის" გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად. ვაცნობიერებთ, რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება. ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!," - ნათქვამია „თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" თბილისის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება. ვასაძემ მხარდამჭერებთან ერთად ფილმის კინოჩვენებების ჩაშლა და კინოთეატრების ბლოკირება დააანონსა. 

8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^