Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კინოთეატრი „ამირანი“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე მაყურებელს ადრე მისვლას სთხოვს

08 ნოემბერი, 2019 13:23

კინოთეატრი „ამირანი“ სოციალურ ქსელში სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს და უსაფრთხოების მიზნით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების მფლობელებს ურჩევს, რომ  კინოთეატრში ადრე მივიდნენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კინოთეატრის დაცვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა დაგეგმილმა ჩვენებამ ექსცესების გარეშე ჩაიაროს. 

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - აღნიშნულია „ამირანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^