Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან აკინი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ჩრდილოვან ძალებს გავუწიოთ წინააღმდეგობა

08 ნოემბერი, 2019 13:56

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი სოციალურ ქსელ წერს, რომ სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ჩრდილოვან ძალებს ყველა შესაძლო საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჰკითხა, თუ რა ხდება საქართველოში 8 ნოემბერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით.

„ზოგიერთი მემარჯვენე ჯგუფები და ეკლესია გეგმავენ, რომ შეაჩერონ ადამიანები კინოთეატრებში შესვლისგან, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად მიდიან.

მე ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ამბით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის", - წერს ლევან აკინი. 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

So many people have asked me about what’s going on in Georgia regarding the premiere of And Then We Danced on Friday the 8th. Some far right groups and the Church have basically condemned the film and are planning to stop people from entering the sold out screenings. It is absurd that people who bought tickets need to be brave and risk getting harassed or even assaulted just for going to see a film. I made this film with love and compassion. It is my love letter to Georgia and to my heritage. With this story I wanted to reclaim and redefine Georgian culture to include all not just some. But unfortunately these are the dark times we live in and the pending protests just proves how vital it is to stand up against these shadowy forces in any way we can. Over and out.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^