Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

08 ნოემბერი, 2019 14:58

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. გოცირიძე ამბობს, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა დამთავრდა და შალვა თადუმაძის კურსელები კიდევ არ გამოჩენილან, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში  მიიტანა.

„თუ დიპლომი არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, - ამ წარწერიანი შეკვეთით, დეპუტატმა პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

„გამოვაცხადე,  ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა,  სახინკლეში ვეპატიჟებოდი.  დღეს დამთავრდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა  და 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, რომ  გადავწყვიტე  ეს ხალხი ხინკალზე დამეპატიჟებინა ", - განაცხადა გოცირიძემ.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^