Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველი მოსამართლეთა შერჩევის წესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

11 ნოემბერი, 2019 15:39

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართული სარჩელით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას სთხოვს.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეს წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების; სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს, რაც მისი შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს 

როგორც იგი განმარტავს, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის დასკვნებს, ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს.

სარჩელის მიხედვით, კონსტიტუციასთან პრობლემას ქმნის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დაუსაბუთებლად მიღება და გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით; კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი. გარდა ამისა შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, გავლენა ექნება მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე.

სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ვოლსკი გამოეხმაურა და უცნაურ ფაქტად შეაფასა.

„სახალხო დამცველისგან ეს ცოტა უცნაური განაცხადია იმიტომ, რომ კანდიდატების შერჩევის პრინციპი საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული და არამგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს ამასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა ჰქონდეს. სახალხო დამცველმა თუკი ეს გადაწყვიტა, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^