Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

11 ნოემბერი, 2019 18:36

თბილისის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა  სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირზე ამ ეტაპზე მიმდინარე, 2 კილომეტრის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

აღნიშნული გაზსადენი ძლიერ ამორტიზირებული იყო და ათწლეულების მანძილზე, მისი გაყვანის დღიდან, მასზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 250 მილიმეტრიანი გაზსადენი სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის 350 მილიმეტრიანი მილით. შედეგად, 11 სექტემბრის 08:00 სთ-დან 12 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონის ნაწილს.

გაზმომარაგება შეუწყდება ნინო რამიშვილის ქ. 2 (ჭავჭავაძის I შეს. 2), 12, 14, 14ა, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 19, 20, 22, 21, 21ა, 27, 27/29, 30, 42, 44, 46, 48/2, 42, 44, 46, 48/2, თაქთაქიშვილის ქ. 2, 4, 6, ფალიაშვილის ქ. 25, 27/29, 39, 39ა, 39ბ, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, ი.ჭავჭავაძის გამზ. 25-ში მდებარე დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 14-ში ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის IV კორპუსსა და აღნიშნულ კორპუსებში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს, 12 სექტემბრის 10.00 სთ-დან და დასრულდება დღის ბოლომდე.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.

კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.

„თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^