Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგების საკითხი ჯერ ღიად რჩება

12 ნოემბერი, 2019 12:25

ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახი წევრები ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ განცხადებას და პროტესტს გამოთქვამენ „ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო“.

როგორც ოჯახის ახლობლის შორენა ჩახვაძის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.

„ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.

პირველი გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო.

„ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე, საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

როგორც „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმთავარი ლევან ჯგერენაია „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებს საპატრიარქო დიდი ხანია ებრძვის მათ ორგანიზაციას და ბრძოლის იარაღად, ამ შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის ტრაგედიას იყენებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხდებს, რომ თუ ადამიანი არ ეკუთვნის მართლმადიდებლურ ეკლესია, მას მსახურებას ვერ შეუსრულებენ. 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ბიბლიური თავისუფლებიდან", გაცემულია ცნობა შაკო ბარამიძისთვის მღვდელთმსახურის სტატუსის გაუქმების შესახებ, დეკანოზი განმარტავს, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანი კვლავ ეკლესიის წევრი ხდება, თუ იგი არ მოვიდა ეკლესიაში და არ განაცხადა სინანულით, რომ მას შეეშალა“.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი მეუფე საბა აცხადებს, რომ ახალგაზრდისთვის წესის აგების საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება. ეკლესია იმსჯელებს ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^