Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის - რუსუდან გოცირიძე

12 ნოემბერი, 2019 14:15

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც,   სასულიერო პირებმა  ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახის წევრებს წესის აგებაზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ ის „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. 

გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგების საკითხი ჯერ ღიად რჩება​

როგორც რუსუდან გოცირიძე წერს, „წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის"

„სიკვდილი არის სარკმელი ერთი განზომილებიდან მეორეში.

უცნაურები ვართ ადამიანები, როცა ამ სამყაროსი ვერ გაგვიგია სწორად და იქითა სამყაროს აღვწერთ და წესებში ვატევთ დიდის სიზუსტითა და მოწადინებით. ეს დალოცვილი საღვთო წერილიც იმას ამბობს, რომ სამიაო მნიშვნელოვანი - რწმენა, იმედი და სიყვარული და აქედან მხოლოდ ერთი - სიყვარულია მარადიული, რაც ამ სოფლადაც გვჭირდება და იქაც მიგვყვება... აქ რჩება მხოლოდ რწმენა იმისა, რომ საყვარელ ადამიანს, რომელსაც დღეს ვემშვიდობები, ოდესმე შევხვდები და იმედი ღვთის დიდი სიყვარულისა, რომ აქედან წასულს უფალი ჩაიკრავს გულში.

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისავის.

ღვთის საამებლად შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წესიც კი, თუკი ის უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში მარტოს ტოვებს ადამიანს, არც ღვთისათვისაა საამო, რადგან “ შაბათი შეიქმნა ადამიანთათვის და არა ადამიანი შაბათისათვის!” - “ სიკეთის კეთება გვმართებს შაბათ დღეს, თუ ბოროტისა?”

სიკვდილი არ ემორჩილება არც ერთ კანონს. მისთვის არ არსებობს მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ 24 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის მოულოდნელი სიკვდილის გამო. და ჩვენ მაინც ვახერხებთ წესებისა და კანონების მოშველიებით ნუგეშზე უარს ვეუბნებით მის ოჯახს.

P. S. როცა დედა გარდამეცვალა, მის სასახლესთან სხვადასხვა დენომინაციის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა წაიკითხეს გამოსათხოვარი ლოცვაები... ყველა ეს ლოცვა იყო ჩვენი გამხნევება, ჩვენი ნუგეშისცემა და გამოთხოვება... ძალიან ლამაზი და ამაღლებული გამოცდილება იყო ყველასთვის, ვინც ამისი მოწმე გახდა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^