Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის - სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში იუწყებიან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ნოემბერს, სანდრო ბრეგაძე, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდა. „ქართული მარშის" ლიდერი ოფისში იმ არასრულწლოვნის მშობელთან ერთად მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ მისი შვილი მოტყუებით გადაიღეს.

საბოლოოდ ომბუდსმენმა "დესტრუქციულ რეჟიმის" შეხვედრაზე უარი განაცხადა, რასაც ხმაური მოჰყვა და ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენს დაემუქრა, რომ ერთ კვირაში ფართომასშტაბიან აქციას მოაწყობდა და „გამოიყვანდა ოფისიდან“ და მიუჩენდა ადგილს - პოლიტიკურ სანაგვეზე“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^