Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

14 ნოემბერი, 2019 15:32

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა პოლიტიკური ძალა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს.

 „ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე კი  აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. ვაჟა სირაძე აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში  საპატრულო პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს და კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები კი ასევე შენობის პიკეტირებას გეგმავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატებს შენობის დატოვების საშუალებას არ მისცემენ და სამივე გასასვლელს ჩაკეტავენ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^