Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიწყებთ მასობრივ აქციებს, „ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა დატოვოს - ინაშვილი

14 ნოემბერი, 2019 19:10

„პატრიოტთა ალიანსმა“ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მასობრივ აქციებს იწყებენ. მან მხარდამჭერებს კვირას 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა. ინაშვილი ამბობს, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლება მიიტაცა. ამიტომ მათ ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა დატოვონ.      

„13 ოლქიდან „ოცნებამ“  თავისი  მაჟორიტარები გაიყვანა.  პირადად მე  ვარ  ხილული და ნათელი გაყალბების  მაგალითი. როცა საგარეჯოში გამარჯვება ორჯერ წამართვეს.

მოსახლეობას მათი  მაჟორიტარი დეპუტატი  მე ვგონივარ  და ხშირად მომმართავენ ხოლმე. კარგად ვაცნობიერებთ რა კრიზისი ვითარდება. მოსახლეობას კარგად ესმის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს,  ყველა ხელისუფლება  მისატაცებლად იყენებდა.

„ოცნება“  7 წელია ხალხს ატყუებს და დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ ძალაუფლების  უზურპაცია განახორციელა და ხელისუფლების  მიტაცების  პროცესია  დაწყებულია. ამ ვითარებაში, „პატრიოტთა ალიანსი“ ვაცხადებდით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი  დაიწყებოდა. ესენი ქვეყანაში ქაოსურ  მდგომარეობას ქმნიან.

ამ ვითარებაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს ვიწყებთ.  კვირას 5 საათზე რესპუბლიკურ მოედანზე პირველ საპროტესტო აქციას გავმართავთ. მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ.  შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში უმრავლესობას მცირედი ცვლილება შეუძლია განახორციელოს და ხელახლა პარლამენტში შემოიტანონ. არ ვიცი რაზე მსჯელობენ ახლა, მაგრამ როგორც ჩანს ამას  არ გააკეთებენ. ჩვენ წარვადგენთ მცირედი ცვლილებით. ქართულმა „ოცნებამ“  დატოვოს ხელისუფლება, ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა. ამავდროულად ყველა პარტია საპროტესტო რეჟიმშია გადასული. აზრთა მიმოცვლა მიმდინარეობს, რა იქნება აქციის დამატებით მოთხოვნები ჩვენ ერთიან სქემაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება. ჩვენ ამ ქვეყანაში სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ. დღევანდელ სიტუაციაში ეს არჩევანი ხალხს წაართვეს. ეს აქციები ასე აღარ დამთვარდება“, - ამბობს ინაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^