Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენ მოგვატყუე, არ შეგრცხვა გურულების? - ლანჩხუთში ნინო წილოსანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს

15 ნოემბერი, 2019 17:58

მაჟორიტარ დეპუტატ - ნინო წილოსანს, რომელიც გურიაში მოსახლეობასთან შესახვედრად იმ მიზეზების ასახსნელად ჩავიდა, რის გამოც არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ლანჩხუთში ოპოზიციისა და მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდა.

„შენ მოგვატყუე, არ შეგრცხვა გურულების?“ რიტორიკულად ეკითხებოდნენ  პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნით უკმაყოფილო მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატს. „თუ გგონია დაგვარწმუნებთ იმაში რომ ეს თქვენი გადაწყვეტილებით მოხდა, ჩვენ ბავშვები არ ვართ, გამორიცხულია თქვენ ეს პიჯაკი მაინც ჩაიცვათ ივანიშვილის გარეშე… აბსოლუტურად დამოკიდებულები ხართ მასზე. ნუ გვიხსნით, იმიტომ, რომ ჩვენ მაგას არ შევჭამთ!“ - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას.

შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი გადაწყვეტილების გამო არც რცხვენია და არც უკან იხევს. „პასუხისმგებელი ვარ ყველა გადაწყვეტილებაზე რასაც ვიღებ და ამ პასუხისმგებლობას დავაკონვერტირებ ადამიანებისა და მოსახლეობის ნდობაში“ - განაცხადა დეპუტატმა.

საპროტესტო აქციის ვიდეოს ადგილობრივი მედია “გურია თუდეი“ აქვეყნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^