Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას უერთდება

16 ნოემბერი, 2019 16:57

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას უერთდება. განცხადება ამის შესახებ   „მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

როგორც ბრეგაძემ   აღნიშნა,   „ქართული მარში"   გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ემიჯნება, რადგან   ისინი ვერ   დადგებიან   „იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი  ჯალათები-ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით".

„ჩვენი სამშობლო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად ჩაგდებულ იქნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი. ყოველივე გახლავთ გაუგონარი „აფიორა”, რომლის მსგავსსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში.

„ქართული მარში” სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო ქართული ოცნების მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს, როგორც თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს.

ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი   გვამოძრავებდეს, ვერასოდეს დავდგებით იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი  ჯალათები-ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით, ასევე ამორალურად ვთვლით თბილისი პრაიდის,   მამათმავლების, ლგბტ აქტივისტების, ლიბერასტ-სოროსელების გვერდით დგომას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს   ზნეობრივ-მორალურ ღირებულებებს. ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას სააკაშვილის ავადმყოფური სურვილის ასრულებაში - განახორციელოს რევანში და დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მმართველად. არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე ქართველის ადგილი არ არის იქ, სადაც ლიდერები არიან ეკლესიის, მართლმადიდებლობის, რწმენის მტერი სოროსელ-მამათმავლები, რომლებსაც სურთ ჩვენი სამშობლოს გადაგვარება და განადგურება, მათთან ერთად ბრძოლა ღალატის ტოლფასია.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე „ქართული მარში” უერთდება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17:00 საათზე ე.წ. რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ვთვლით რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნულ-პატრიოტული, მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს!!! „ქართული მარშის“ ყველა წევრს და მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ შეუერთდეს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას. გაერთიანებულ ეროვნულ ძალებს ასევე მოვუწოდებთ, დადგნენ იქ, სადაც ქართული სულია და პატრიოტული სულისკვეთება“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^