Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიქნებით მომთმენები, მაგრამ დესტრუქციული ქმედებების შემთხვევაში ხელისუფლებას რექცია ექნება -კალაძე

18 ნოემბერი, 2019 12:22

თბილისის მერმა კახი კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის რაც ახლა პარლამენტთან ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების მიერ ორგანიზებული ქმედებაა. მისი თქმით, გუშინ „ნაციონალებმა“  ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს და ახლა ამ დესტრუქციული პერფომანსით ცდილობენ, რომ პარლამენტის მუშაობა შეაფერხონ. 

კალაძე აცხადებს, რომ ისინი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან ერთად პროპორციული არჩევნების  მოთხოვნას ამოფარებულები კვლევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ. 

„გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა.

შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია

არც მათ და არც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ვინც ახლა მათ გვერდით  ვიხილეთ. დავით უსუფაშვილი 4 წლის  მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და  თითი თითზე არ დაუკარებია,  მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.

ამავე პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ბოიკოტი გამოუცხადეს საკანონმდებლო ცვლილებებს და კობახიძემ მთელი ძალისხმევით შეძლო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მიეღო. ამის მეშვეობით კი ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს ექნება. ეს კი მაჟორიტარების დიდი უარის მიუხედავად მაინც გავაკეთეთ.

„ქართული ოცნება“  საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც პარტია, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა  მიიღო. 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და ასე იყო მთელი ათწლეულების მანძილზე.  არჩევნებს საზოგადოების ნდომა იგებს და არა  საარჩევნო სისტემა. სწორედ ამ სისტემით შევცვალეთ 2012 წელს „ნაციონალური მოძაობის“ პირსისხლიანი მმართველობა.  ამ პარტიის დევიზი ძალაუფლება ყველაფრის ფასად ისევ რჩება. ისინი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად ისევ ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ისინი ამას ახალი იაფფასიანი დესტრუქციული პერფომანსით ცდილობენ.

ვიქნესბით მაქსიმალურად მომთმენები, მაგრამ  დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას რეაქცია ექნება. საქართველოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილია  და ამიტომ  ყველას  კანონის ფარგლებში მქომედება მოეთხოვება. არ ვაპირებთ ახალი ინციატივის განხილვას  და არჩევნები ძველი წესით გაიმართება. ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^