Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოლეგის გასათავისუფლებლად „თეთრი ხალათების" აქცია საქართველოს მასშტაბით გაიმართა

18 ნოემბერი, 2019 13:42

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, მისმა კოლეგებმა საქართველოს მასშტაბით, „თეთრი ხალათების“ აქცია გამართეს.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა, უნივერსიტეტის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი შერკეს და მდუმარე აქცია გამართეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა, ეზოში გამართულ აქციაზე ცხინვალელ კოლეგებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის ოსურ ენაზეც მიმართეს. როგორც აქციაზე ითქვა, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ მას სახელმწიფო საზღვარი არ დაურღვევია და საკუთარ სამშობლოში იმყოფება. „ეს ჩვენი ქვეყანაა.. არა აქვს ექიმებს საზღვარი. არ შეიძლება ექიმს აუკრძალო იყოს იქ, სადაც ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებათ. ბატონი ვაჟაც ასე მოიქცა.. საქართველოს ოკუპაცია ვერასოდეს მოერევა. არა ოკუპაციას! არა რუსეთს!“ - განაცხადეს აქციაზე

თბილისის სხვადასხვა კლინიკებთან ერთად „თეთრი ხალათის“ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ ექიმები ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. მისმა მონაწილეებმა გაერო-ს სთხოვეს გამოიყენოს საკუთარი ძალისხმევა ექიმის გასათავისუფლებლად.

ამასთან აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერები პეტიციაზე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ჩაერთოს.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით  9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში პაციენტის სანახავად მიდიოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^