Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა

18 ნოემბერი, 2019 16:21

პოლიციამ პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილე აქციის მონაწილეებს  ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, შეთავაზებული ვადის გასვლის შემდეგ „პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად"/

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებიც ხელკეტებით და ფარებით არიან აღჭურვილნი. აქვე დგას წყლის ჭავლისა და სახანძრო ავტომანქანები.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან წასვლას არ აპირებენ. 

ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც იმედოვნებს რომ თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი ესკალაცია და ძალის გადამეტებას ადგილი არ ექნება.

დღეს შსს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეები გააფრთხილა. უწყების თქმით, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, რადგანაც იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა  ყველა შესასვლელის ბლოკიერბა მოახდინეს. ამიტომ მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს,  წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^